Ortiz&Asociados დაარსდა 1998 წელს, ჰყავს 30 პროფესიონალისაგან შემდგარი გუნდი და აქვს ოფისები ვალენსიაში, მადრიდსა და თბილისში (საქართველო).
ჩვენი საქმიანობა მოიცავს კონსულტაციებს ყველა სამართლებრივ სფეროში, განსაკუთრებით კომერციულ საკითხებზე. ამ თვალსაზრისით, ფირმა ადაპტირებულია ბიზნესის სამყაროს მუდმივ ცვლილებებზე, რათა დავეხმაროთ კლიენტებს და ვიპოვოთ ყველაზე შესაფერისი იურიდიული გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, მულტიდისციპლინარული იურიდიული გამოკვლევა გულისხმობს, რომ ჩვენი იურისტები არიან ექსპერტები სამართლის სხვადასხვა სფეროში. ჩვენი სიძლიერის ნაწილი მდგომარეობს ჩვენი გუნდის სპეციალიზაციაში, რომელსაც შეუძლია გასცეს შესაფერისი პასუხი, თითოეული კლიენტის კონკრეტულ მოთხოვნილებებს.
ჩვენი ფირმის კიდევ ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ინტერნაციონალიზაციისაკენ სწრაფვა. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა 15-ზე მეტ ICEX (საგარეო ვაჭრობის ესპანური ინსტიტუტი) კომერციულ მისიაში და დავესწარით ათეულობით გამოფენას იაპონიაში, ინდოეთში, ჩინეთსა და კანადაში.
ანალოგიურად, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩვენი ოფისის გახსნა, ვალენსიის და მადრიდის ოფოსების პარალელურად, იძლევა საშუალებას შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს ბიზნეს შესაძლებლობები დღეისათვის ეკონომიკრად ყველაზე მეტად მზარდ ერთ-ერთ ქვეყანაში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებამ გახსნა ბაზარი, სადაც შეიძლება წარმართო საქმიანობა და ესპანური კომპანიები ამას ითხოვდნენ.
Ortiz&Asociados-ს დამყარებული აქვს მოქნილი ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რაც საშუალებას გვაძლევს ვიცოდეთ ინვესტირების
შესაძლებლობები და მივიღოთ მომგებიანი ეკონომიკური შედეგები ჩვენი კლიენტებისათვის.